07:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 13:11:46, 753 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტურისტული სააგენტოებისა და გიდების ინფოტური ჩატარდა

აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით მსხვილი ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები აჭარას სტუმრობენ. დღეს მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზენტაცია ჩაუტარდათ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების შესახებ. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ რეგიონის სამთო, ეკოტურისტული და საზღვაო ტურისტული პოტენციალის, ასევე ტურიზმის კუთხით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრნენ. 

ინფოტურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მოწვევით  სამი დღით სტუმრობენ. აჭარაში ყოფნისას ისინი მაჭახელას, მირვეთის, ქედის ტურისტულ მარშრუტებს გაივლიან და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნობიან. ასევე მოინახულებენ ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმს. 

„ჩვენი მთავარი მიზანია იმ ადამიანებს, რომლებიც უშაულოდ ზრუნავენ რეგიონში ტურისტების მოგზაურობის დაგეგმვაზე გავაცნოთ მთიანი აჭარა თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით. როგორც წესი, აჭარაში მყოფ ტურისტებს ბათუმში ასვენებენ და მთიანი აჭარიდან მხოლოდ ქედაში ამოგზაურებენ, რაც გვინდა რომ შეიცვალოს. რეგიონს გააჩნია ულამაზესი ეროვნული პარკები, სხვადასხვა თემატური ტურისტული მარშრუტები მაჭახელას, მირვეთის, ხიხანის, გობრონეთის, მერისის, ჩირუხის, მწვანე ტბისა და ქედის მიმართულებით. ჩვენ გვინდა სწორედ ტურისტულმა კომპანიებმა და გიდებმა გაიარონ ეს მარშრუტები, რათა შემდგომ თავიანთ ტურისტებს შესთავაზონ მთიან აჭარაში მოგზაურობა. ჩვენ გასულ წელს 280-ზე მეტ ადამიანს გავაცანით აჭარის მთიანეთი და წელსაც ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას,“-  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics