|
2018-05-01 15:29:56, 3031 ნახვა
კულტურა
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება
3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi უმასპინძლებს. ფესტივალის დაწყებამდე 2 მაისს, 12:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში (მის: სანაპიროს ქუჩა #4) პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი, CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორი - არჩილ ხეთაგური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი - ია ცაგარეიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი - ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი ოდრი მარგუერიტა დაესწრებიან. CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. წლევანდელი გამოშვების სლოგანია: „ჩაუღრმავდი რეალობას“. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში. ფესტივალს გახსნის ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“. გახსნის ცერემონიალზე გაიმართება ფილმის მთავარი გმირის, ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენაც. წლევანდელ სექციაში - სტუმარი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია. საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები“), ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და მრავალი სხვა... რაც შეეხება ქართულ პანორამას, იგი ძირითადად ახალგაზრდა კინორეჟისორების უახლეს დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. გარდა ამისა, წელს პირველად CinéDOC-Tbilisi თანამშრომლობს რეზო გაბრიაძის თეატრთან, სადაც მაყურებელი იხილავს ლეო გაბრიაძის ანიმაციურ დოკუმენტურ ფილმს „ჰარი ჰარალე დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო“. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორკშოპები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ CinéDOC-Tbilisi-ს ოფიციალურ გვერდზე: www.cinedoc-tbilisi.com
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)