18:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 10:14:17, 388 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს თბილისის „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ეწვივნენ

შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეწვივნენ.

პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურის უფროსმა ზვიად ნიჟარაძემ უმასპინძლა.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კინოლოგიის სამსახური, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში. ღონისძიების მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით.

კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics