05:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 13:24:23, 627 ნახვა

რეგიონი
ახალი ბულვარი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ახალ ბულვარში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო.

ახალ ბულვარში ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ბულვარის დირექტორმა ეთერ მაჭუტაძემ მიაწოდა.

სარეაბილიტაციო  სამუშაოები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ხდება დაზიანებული ფილები შეხვლა, ბორდიურების და ჭების მოწყობა, ასევე არსებული გრანიტის ფილების მონტაჟი.  აღნიშნულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს.

სამუშაოების პირველი ეტაპი ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება. მიმდინარეობს ასევე ბათუმის ახალ ბულვარში არსებული დეკორატიული არხებისა და შადრევანების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული პროექტებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

„ბათუმის ბულვარში მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი.  მინდა აღვნიშნო ის მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც ახალი ბულვარის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს. ირგვლივ არსებული სასტუმრო-კომპლექსების დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია კიდევ უფრო დაიტვირთება.  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია ჩვენი რეგიონისთვის სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ახალი ბულვარის ტერიტორია განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება მომავალ ტურისტულ სეზონს"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics