12:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:11:22, 450 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი რიგაში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პირველი შეხვედრა, რამდენიმე საათში, ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პირველ პირთან საუბრის მთავარი თემები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტის შედეეგბი, სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ლატვიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა იქნება.

დღესვე, საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.

ასევე, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics