|
2015-05-20 11:36:54, 411 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსწავლეები გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ უცხო ენაში და მათემათიკაში ჩააბარებენ. „21 მაისიდან უშუალოდ დაიწყება გამოცდები და გაგრძელდება 25 მაისის ჩათვლით. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ ჩააბარონ გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, მათემატიკასა და ერთ-ერთ უცხოურ ენაში. მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს და ვერ დაძლიეს ზღვარი ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკაში ან გეოგრაფიაში მე -11 კლასის გამოცდების დროს მათ, ექნებათ მეორე შანსი, რომ კიდევ ერთხელ გამოსცადონ თავისი თავი და ჩააბარონ გამოცდა. მე-11 კლასელების გამოცდები ჩატარდება 15 ივნისის შემდეგ, ანუ 16- დან 20- ივნისის ჩათვლით იქნება გამოცდა. ჩატარდება ოთხ საგანში. ეს არის გეოგრაფია, ბიოლოგია ფიზიკა და ქიმია“,-განაცხადა ივა მინდაძემ. ამასთან, მოსწავლეებს სკოლებში ნებაყოფლობით მისვლა, ტესტური დავალებების ნახვა და პროგრამის მუშაობის შემოწმება შეუძლიათ. პასუხები მათ შედეგებზე არ აისახება. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, მე-12 კლასელები გამოცდებს 21 -დან 24 -მაისის ჩათვლით ჩააბარებენ. 25 მაისი სარეზერვო დღეა, გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება. ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემათიკა. გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომლებმაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ. გამოსაშვები გამოცდები CAT – ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)