01:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 13:15:34, 685 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ბარცხანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბარცხანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე II ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისიწნებით, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე დამონტაჟებულია ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები ტროტუარზე.

სამუშაოები ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო.

სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს.  ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009" ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics