|
2018-03-19 18:47:08, 767 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილმა და ზურაბ ალავიძემ სამეგრელოში გაფართოებული შეხვედრა გამართეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდში 4 რეგიონის - სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარის ა/რ - მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლევან დავითაშვილმა იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა. „ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად ახალი ტექნიკა შევიძინეთ. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა გვაქვს მობილიზებული. საველე ღონისძიებებს ჩავატარებთ მონიტორინგის შესაბამისად. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას აკეთებს სახელმწიფო და რას აკეთებს მოსახლეობა, იმიტომ, რომ ეს კითხვა ხშირად ისმის. სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებს ჩვენ დავამუშავებთ; რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოსახლეობას, აქ ჩვენ შევდივართ სპეციალური ტექნიკით; თერმონისლით ვამუშავებთ ორღობეებს, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიებს და ისეთ ნაკვეთებს, სადაც შეგვიძლია პოპულაცია მაქსიმალურად შევამციროთ. თუ მოსახლეობა მობილიზებული იქნება და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებს მიხედავენ, ჩვენ, ფაქტობრივად, შევძლებთ მოსავლის დაცვას. ჩვენ მოგვიწევს მავნებელთან რამდენიმეწლიანი ბრძოლა, თუმცა მისი პოპულაციის კონტროლი მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ რეგიონში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)