|
2018-03-15 12:55:57, 827 ნახვა
რეგიონი
National Geographic Traveler-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა
„National Geographic Traveler“-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა. პოლონურ გამოცემაში ბათუმი, როგორც უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი ისეთი ქალაქების გვერდით სახელდება, როგორებიცაა ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი. „მზესთან ახლოს“ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად აჭარას მიეძღვნა. „ჩვენ ვიცით ბედნიერების რეცეპტი” ამბობენ ქართველები. ეს შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ, თუმცა ბათუმში გატარებულმა მხოლოდ ერთმა „ვიკენდმაც“ კი დამარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში,“ ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი ბუაჟეი გრიგილი, რომელიც მკითხველს შავიზღვისპირეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს აცნობს. სტატია, რომელიც მკითხველს აჭარაში სამოგზაუროდ ეპატიჟება “National Geographic Traveler”-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ჟურნალისტი ბათუმში ვიზიტისას საუკეთესო ადგილებს ასახელებს, რომელთა შორისაა ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ევროპის მოედანი და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ის ასევე, ხაზს უსვამს მთიან აჭარასა და ადგილობრივ სამზარეულოს, სადაც ულამაზეს ბუნებაში ტურისტებს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. „National Geographic Traveler"-ის ჟურნალისტი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის, სულხან ღლონტის განცხადებით, სამიზნე ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიების შედეგად, ვიღებთ აჭარის პოზიტიურ იმიჯს და ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ქვეყანაში. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედია საშუალებებში გამოქვეყნდეს. ჩვენი მოწვევით გასულ წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა. შედეგად, კი მივიღეთ 150-ზე მეტი მედიაპროდუქტი რეიტინგულ ტელევიზიებში, ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოტენციური ტურისტები თავიანთ ქვეყნებშივე გაეცნონ აჭარას მსგავსი სტატიებით, საინტერესო რეპორტაჟებითა თუ გადაცემებით. ამ ყველაფერს კი ემატება ჩვენს სამიზნე ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები შედეგად, კი ვღებულობთ აჭარის პოზიტიურ იმიჯსა და ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში. აჭარის შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნებულა, თუმცა ისეთი ქალაქების გვერდით ბათუმის დასახელება, როგორიცაა ნიცა, ამსტერდამი და პალერმოა ნამდვილად ორმაგად სასიხარულოა,“- განაცხადა სულხან ღლონტმა. (NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)