|
2015-05-18 11:28:51, 1141 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს. IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრულირება სოფელ საიაგანში ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვა და ამბოხებულების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა იყო. ქვეითი პატრულირების დროს, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან დასახლებულ პუნქტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)