|
2018-03-06 14:16:28, 642 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ახალი ყინულის არენა შენდება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე სხვადასხვა დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას. „სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადას მსოფლიო მასშტაბის ღონისძება შეიძლება დავარქვათ. 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა, 10 000-მდე სტუმარს ველოდებით რეგიონში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ბათუმი ღირსეულად უმასპინძლებს ოლიმპიადას. სპორტული ინფრასტრუქტურა დროულად დასრულდება. თქვენ ახლა ხედავთ სამუშაოების მიმდინარეობას ახალი სპორტული სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს არის პროექტის მესამე ფაზა, რომელიც გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მარტის ბოლომდე ისევ ველოდებით „ფიდეს" მაღალჩინოსნებს. მოხდება უშუალოდ ამ ლოკაციების ინსპექტირება. ჭადრაკის ჩემპიონატის შემდეგ აქ მოეწყობა მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი. ასევე ყინულის სასახლე. ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ბათუმს ეყოლება ბევრი ტურისტი, მათ შორის სპორტული ტურიზმის მიმართულებით", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. (NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)