|
2018-02-20 14:36:07, 639 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის პროგრამების გაცნობა გაიმართა. პროგრამები მინისტრის მოადგილეებმა - რუსუდან შავიშვილიმა და ზურაბ თენიეშვილმა წარადგინეს. შეხვეედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, მედდები და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ. 2018 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 12,159 ლარით გაიზარდა და 15,765,819 ლარს შეადგენს. წელს სამინისტრო 31 პროგრამას ახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამაა. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი 13,805,745 ლარს შეადგენს. “სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტია, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. 2018 წლის პროგრამული სიახლეები: - 2018 წელს სამინისტრო, პირველად აფინანსებს - მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას. კერძოდ, სხვადასხვა დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 18 წელზე მეტი ასაკის პირების - ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურებული დიაგნოზით. თანადაფინანსება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის 50 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 15 000 ლარისა. თანხა გაიცემა იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სამედიცინო მომსახურება დაფინანსებული ექნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. - 2018 წლიდან, რეგიონის მოსახლეობას, გულის ქირურგია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაუფინანსდება. სამინისტრო კი განახორციელებს თანადაფინანსებას განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში, გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროსაც. - ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამაში. თუ აქამდე პროგრამის ბენეფიციარებს 200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები წარმოადგენდნენ, 2018 წლიდან ჩამონათვალს შშ სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები დაემატათ. გარდა ამისა ქვეპროგრამით დაიწყო ძვირადღირებული ახალი კვლევების დაფინანსება: 1. მსხვილი ნაწლავის კომპიუტერული ტომოგრაფია. 2. საშარდე გზების კომპიუტერული ტომოგრაფია. 3. კომპიუტერული ტომოგრაფიული კორონაროგრაფია. 4. პოზიტრონ - ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია. - ცვლილება განხორციელდა - მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, სახსრების ენდოპროტეზირებისა და „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამების დაფინანსების წესში. - სამინისტრო შშმ პირთა კუთხით აამოქმედდა ახალი პროგრამა - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას. - შშ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სავარძელ-ეტლებითან და სმენის აპარატებთან ერთად დაიგეგმა, სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, კერძოდ: ელექტრო-ეტლით, ფუნქციური საწოლით, ჟანგბადის კონცენტრატორით, ნახველის ამოსაღები აპარატით, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბით, ხმის წარმომქმნელი, ძვალში ჩასანერგი სმენის აპარატი სამაგრი რკალით, წონასწორობისა და კოორდინაციის მძიმე დარღვევების მქონე ბავშვების სპეციალური ეტლით უზრუნველყოფა. აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს არა მარტო ბენეფიციართა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ნევროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების შედეგად ხანგრძლივად მწოლიარე შშმ პირთა ოჯახების დახმარებასაც“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)