21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 13:37:18, 1172 ნახვა

რეგიონი
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა

სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე ინფორმაციით, მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. "საქართველოს რკინიგზამ" მატარებელში მყოფ ყველა მგზავრს ბილეთის საფასური სრულად დაუფარა.

"მოძრაობა აღდგენილია. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. ჩვენ ყველა მგზავრს, რომელიც მატარებელში იმყოფებოდა სრულად დავუფარეთ სამგზავრო ბილეთის საფასური. მატარებლის გასწორებას დაახლოებით 1 საათამდე დრო დასჭირდა, ამიტომ ჩვენ მგზავრებს შევთავაზეთ სხვა ტრანსპორტით გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე. ყველა მგზავრი მივიყვანეთ. ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არის. მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე შესაბამისი სამსახური მუშაობს", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics