|
2015-05-14 20:05:16, 2264 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ყველა ინვესტორი თანხმდება, რომ საქართველო ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იქნება
"ყველა ინვესტორი თანხმდება, რომ საშაულოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იქნება",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიის დასრულების შემდეგ განუცხადა. "EBRD-ს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების საფუძველი იმან მისცა, რამაც ჩვენ მოგვცა საფუძველი, რომ ჩვენი ზრდის პროგნოზი შეგვემცირებინა წელს 2%-მდე. თუმცა მეორე კვარტლის ბოლოს მთავრობა გამოაცხადებს საკუთარ მოლოდინებს. ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა აბსოლუტურად ყველა ინვესტორი თანხმდება ერთ რამეზე, რომ საშაულოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა რეგიონში და არა მარტო რეგიონში, ევრაზიის კონტინენტზე გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)