|
2018-02-01 10:35:02, 805 ნახვა
რეგიონი
„ჯასთ კაფე“ ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება
თბილისისა და ბათუმის შემდეგ „ჯასთ კაფე" ამიერიდან ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება. 31 იანვარს „ჯასთ კაფეს" პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა გამართა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის იუსტიციის სახლში მისული სტუმრები ასობით სერვისს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ. იუსტიციის სახლი მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვას მუდმივად აგრძელებს და ამჯერად „ჯასთ კაფეს" სიკეთეებით, თბილისისა და ბათუმის მსგავსად, ქუთაისის მცხოვრებლები და უცხოელი სტუმრებიც ისარგებლებენ. „ჯასთ კაფეს" უნიკალურობას სძენს მისი ორმაგი ფუნქცია. ქუთაისის იუსტიციის სახლში მყოფ მომხმარებელს, ფინჯანი ყავისა თუ კაფეს მიერ შემოთავაზებული კერძების დაგემოვნების პარალელურად, შეუძლიათ ისარგებლონ იუსტიციის სახლის არაერთი მომსახურებით - დააფიქსირონ მოთხოვნა ამა თუ იმ სერვისზე, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია თუ მზა დოკუმენტი, მაგალითად, პასპორტი, პირადობის მოწმობა, ამონაწერი საკუთრების შესახებ და სხვ. განაცხადის მიღებას მომსახურებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე საშუალებით კაფეში მყოფი ოპერატორები ახორციელებენ. ადგილზე ხდება პირადობის მოწმობისა თუ პასპორტისთვის აუცილებელი ფოტოსურათის გადაღებაც. „ჯასთ კაფე" იუსტიციის სახლის სერვისებით დაინტერესებული სტუმრებისთვის იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)