|
2018-01-10 13:22:35, 8181 ნახვა
Lifestyle
ჟურნალისტი ოპრა უინფრი შესაძლოა, 2020 წლის აშშ-ის „საპრეზიდენტო რბოლას“ შეუერთდეს
ამერიკული მედიის, კერძოდ კი, CNN-ის ცნობით, ჟურნალისტი ოპრა უინფრი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემას უინფრის ახლო მეგობრებმა მიაწოდეს. მედიის მტკიცებით, ოპრა უინფრის გუშინწინდელი გამოსვლა "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე, "მომავალი პოლიტიკოსის სიტყვას უფრო წააგავდა". ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტელეწამყვანის ახლო მეგობრები მას უკვე რამდენიმე თვეა ამ თემაზე ესაუბრებიან და უბიძგებენ, რომ მან 2020 წლის აშშ-ის "საპრეზიდენტო რბოლაში" მონაწილეობა მიიღოს. უინფრის ძველი მეგობრის სტედმან გრემის თქმით, მოცემულ სიტუაციაში ეს ნაბიჯი შესაძლებელია. "ეს ხალხზეა დამოკიდებული, ის ამას გააკეთებდა",- ამბობს გრემი ერთ-ერთ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ ოპრა უინფრისთვის ეს პირველი პოლიტიკური ნაბიჯი არ იქნება. 2008 წლის არჩევნებში ის ბარაკ ობამას აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. მოგვიანებით ოპრა აშშ-ის ექს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულ ჰილარი კლინტონის შეიძლება ითქვას აგიტატორი გახლდათ. "ამერიკა, დროა გავაკეთოთ ეს არჩევანი",- თქვა უინფრიმ, როცა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში საუბარი შესაძლო პირველ ქალ პრეზიდენტს შეეხო. ოპრა უინფრი აშშ-ის მოსახლეობაში კოლოსალური პოპულარობით სარგებლობს. ის მრავალი წლის განმავლობაში ეკრანებიდან არ ქრება, მისი რეპუტაცია და ქარიზმა ისეთივე დიდია, როგორც მისი ქონება, რაც ტელეწამყვანს მომავალ პოლიტიკურ კარიერაში ძალიან წაადგება“, - წერენ ამერიკული ტაბლოიდები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)