10:48 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 12:28:34, 660 ნახვა

სამართალი საზოგადოება
სასტუმროდან, რომელიც იწვოდა, 45 ადამიანი პოლიციელებმა და მაშველებმა გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამთენისას ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს კვამლი სასტუმროს შენობიდან.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [სახანძრო] თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები.

ხანძრმა სამი ბავშის სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას ნიშნავს, „რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“

სასტუმროში მყოფი ადამანების ევაკუაციასა და ხანძრის ჩაქრობაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების ცხრა ჯგუფი მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics