18:27 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 20:11:18, 2286 ნახვა

კომენტარი
პრემიერი საზოგადოებას ბოდიშს უხდის - „სამწუხაროდ მან შეძლო, რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანე“

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“   წევრ ნიკა მელიასთან მომხდარი ინციდენტის გამო, ბოდიშს უხდის.

„მანამდე ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები,  მთავრობის წევრები თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები  და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში  მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელმა, ყველას არ ეხება ეს,  შეძლო, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანა ჩემი თავი და  ეს არ იყო კარგი საყურებელი.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველა  სხვა დანარჩენი. ყველაფერი მანამდე რაც ხდებოდა იყო გამიზნული იმისთვის, რომ  ეს მომხდარიყო და მე ამას   ვერ დავუშვებდი.  თუმცა ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ ზედმეტი იყო ეს ემოციები“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა (ვიდეო)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
მარია ზახაროვა: საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics