|
2017-12-16 14:32:10, 2080 ნახვა
კომენტარი
„ქართული ოცნება“ პარლამენტში 2 ახალ ფრაქციას ჩამოაყალიბებს
პარლამენტში მმართველ გუნდს ექვსის ნაცვლად, რვა ფრაქცია ექნება. ახალ ფრაქციებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე ქმნიან. საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ფრაქციების დამატების მიზანი მენეჯმენტის გაუმჯობესება და საკანონო ბიუჯეტის უკეთ მართვაა. როგორც დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროცესი ჯერ არ დასრულებულა. "როდესაც პროცესი დასრულდება, შეიქმნება ფრაქცია და მას ეყოლება თავმჯდომარე. ამის შემდგომ, ჩვენ რა თქმა უნდა მედიასთან, ფრაქციის მიზნებსა და გეგმებზე ვისაუბრებთ. პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და წინასწარ საუბარი არ ღირს", - განაცხადა გეგიძემ. რაც შეეხება გოჩა ენუქიძეს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2 ფრაქციის დამატებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. "კონსულტაციები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. გუშინ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2 ახალი ფრაქცია იყოს. დეტალებს ვერ გეტყვით, შემადგელობაზე ჯერ მიდის კონსულტაციები. ჩვენ ისევ ერთი მონოლიტური გუნდი ვრჩებით, როგორც ვიყავით", - დასძინა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)