|
2017-12-15 19:24:53, 1873 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე: მომავალი წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები 3 მლნ ლარზე მეტით იზრდება
დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები ჯამურად, 3 მლნ 700 ათასი ლარით იზრდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 35%-ს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო. მისი თქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხარჯები 29 მლნ ლარს, დაავადებათა სკრინინგი კი - 2 მლნ ლარს შეადგენს. „გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 3 მლნ 300 ათას ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია ტრანსპლანტაცია და კომუნალური სუბსიდირება. ასევე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. გარდა ამისა, ვიცე-მერის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯამურად, 32 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაა გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)