|
2017-12-13 17:35:45, 1780 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე გოგორიშვილს: თუ ჩემს დეკლარაციაში აღმოაჩენთ, რომ ასეთი დეპოზიტი მაქვს, თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადავრიცხოთ
„თუ ჩემს დეკლარაციაში აღმოაჩენთ, რომ მე ასეთი დეპოზიტი ნამდვილად მაქვს, გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაცია და გადავრიცხოთ იმ ორგანიზაციის ანგარიშზე“,-ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ბახტაძის ფინანსურ დეკლარაციაში დანაზოგის დიდი ნაწილი აშშ დოლარშია. „თქვენს ფინანსურ დეკლარაციაში თქვენი დანაზოგის დიდი ნაწილი არის აშშ დოლარში. თქვენ, როგორც რკინიგზის ხელმძღვანელი, არ გჯეროდათ ლარის გამყარების და არ ენდობოდით ლარს, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრი, ვალდებული ხართ, ვინ ვინ და თქვენ პირველმა იწამოთ, რომ ლარი გამყარდება და როგორც მოუწოდებთ მოსახლეობას, ყველა დანაზოგი ლარში გვქონდეს, თქვენ პირადადაც ასე გქონდეთ. აპირებთ თუ არა ამის შეცვლას?“ ბახტაძის თქმით, ეს ყველაფერი მისთვის სიახლეა და ეჭვი აქვს, გოგორიშვილი სხვის დეკლარაციას გაეცნო: „ქალბატონი ხათუნას კითხვა იყო ძალიან ორიგინალური და ჩემთვის სიახლე. ქალბატონო ხათუნა, თქვენ თუ ჩემს დეკლარაციაში, სხვა ადამიანის დეკლარაციაში თუ არ აგერიათ, აღმოაჩენთ, რომ მე ასეთი დეპოზიტი ნამდვილად მაქვს, რაც თქვენ მითხარით და აღმოაჩინეთ, თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაცია და გადავრიცხოთ იმ ორგანიზაციის ანგარიშზე“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)