|
2017-12-13 14:54:04, 1788 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ქართულ ეკონომიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის დაზუსტებულ მონაცემს 17.6 პროცენტით აღემატება. უცხოური ინვესტიციების მიხედვით ლიდერი ეკონომიკის სექტორში ტრანსპორტი და კომუნიკაციებია, სადაც ინვესტიციებმა 178 მილიონი აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტი, შეადგინა. მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე მშენებლობაში, ენერგეტიკაში, საფინანსო სექტორში და მრეწველობაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)