|
2017-12-12 13:09:34, 2498 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. მისი თქმით, პროცესის პოლიტიზებით საქმის დაშლას ცდილობენ. „მე არ ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირი ძალით არღვევდეს საზღვარს, მისი თანმხლები პირები კი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს სცემდნენ. ჩემი აზრით, პროცესის პოლიტიზებით ახლა ამ საქმის დაშლას ცდილობენ. ბოლო კვირის განმავლობაში მე კოლოსალური წნეხის ქვეშ ვიმყოფები, რათა თვალი დავხუჭო იმაზე, რისი გაკეთების უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა. ინფორმაციას Strana ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)