|
2017-12-07 18:21:34, 2327 ნახვა
მსოფლიო
„გაიღვიძე ევროპა“ - ბრიუსელში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
ბრიუსელში კატალონიის დამოუკიდებლობისა და მისი ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის მხარდამჭერი აქცია მიმდინაროებს, - ამის შესახებ Pais-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას კატალონიის ორი ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და არტურ მასი იღებენ. ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში 45 000-მდე ადამიანია გამოსული. აქცია ლოზუნგით - "გაიღვიძე ევროპა", "დავიცვათ დემოკრატია" ტარდება. დემონსტრანტების თქმით, ისინი კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას უჭერენ მხარს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ რეგიონს ავტონომიის სტატუსი ჩამოართვა. ამის შემდეგ, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ სცნო. ამის პარალელურად კატალონიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციამ კატალონიის 8 ყოფილი მინისტრი დააპატიმრა. გარდა ამისა, გირაოთი კატალონიის პარლამენტის 5 წევრი გამოუშვეს, მათ შორის კი ყოფილი სპიკერიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)