|
2015-05-07 18:52:30, 460 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს-ისრაელის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს-ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე ცვი რავ-ნერი ხელმძღვანელობდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებულ ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის და სამართლებრივი ბაზის განვითარების მზარდი დინამიკა. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა დასახეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები. ქართულმა მხარემ ისრაელის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების და რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესახებ. ისრაელის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და მსოფლიოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სხვადასხვა ასიმეტრიული საფრთხეები და მათი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკურმა კონსულტაციებმა რეგულარული ხასიათი მიიღო, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)