|
2017-12-04 11:48:01, 1762 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ჩვენ ვეძებთ ურთიერთობის გაღრმავების გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" მასპინძლობს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ შერმანმა, კონფერენციის მნიშვნელობის მიზეზები განმარტა. „დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს ასოცირების შეთანხმება. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. მეორე მხრივ, უკვე არსებული და განმტკიცებული ურთიერთობის პირობებში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ განვითარდება და გაღრმავდება ეს ურთიერთობა მომავალში. ჩვენ ვეძებთ ამ ურთიერთობის გაღრმავების დინამიურ და მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის. ამ ჭრილში მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების ჩატარება საქართველოში. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, რომ მას ესწრება მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენ დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს, მომავალი ორი დღის მანძილზე ამ კონფერენციის შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა იანოშ შერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)