|
2015-05-07 14:11:00, 1081 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა ქართული და ამერიკული ტექნიკა მოინახულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობა“ ქართველ და ამერიკელ ხელმძღვანელობას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლებისთვის მზადების პროცესი შეაფასა და სამხედრო მოსამსახურეებისგან წვრთნის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა. 14 ერთეული ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და აღჭურვილობა ბათუმის პორტიდან ეშელონებით ვაზიანში გუშინ დილით ჩამოვიდა. მომზადდა წვრთნაში მონაწილე ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ2-ებიც. „მაღალი დონის პარტნიორობაში“ სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული „ბრედლებითა“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ქსმ2-ებით სხვადასხვა ტაქტიკურ ამოცანებსა და საბრძოლო სროლებს შეასრულებენ. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. წვრთნა საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. წვრთნაში აშშ-ის არმიის 220-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)