|
2017-11-23 11:31:50, 1881 ნახვა
კომენტარი
გახარია: დღეს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება არავის აქვს, სანამ არ დასრულდება გამოძიება, თავი შევიკავოთ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მან სპეცოპერაციაში მონაწილე ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ სანამ ექსპერტიზის ეტაპები არ დასრულდება, სიღრმისეული მსჯელობისგან და ვერსიებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს: „პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო. მინდა, პირველ რიგში მივუსამძიმრო მის ოჯახს და, რა თქმა უნდა, სუს-ის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უდიდესი დანაკარგი და ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ გვახსოვდეს და გავაგრძელოთ ის საქმე, რა საქმესაც ამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტულ მსჯელობაზე ალბათ უმჯობესია თავი შევიკავოთ“,-აღნიშნა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს, 3 კი, ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)