00:32 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 20:35:40, 2994 ნახვა

მსოფლიო
ზიმბაბვეს პრეზიდენტი გადადგა

ზიმბაბვეს პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა  რობერტ მუგაბემ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სპიკერის ინფორმაციით, მან პრეზიდენტისგან გზავნილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ის თანამდებობას ტოვებს.

ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა, რომელიც 37 წელია პოსტს იკავებს, ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი მუგაბეს მემკვიდრედ მიიჩნეოდა. მას ბრალად გადატრიალების მცდელობა ედება.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე 14 ნოემბერს მძევლად აიყვანეს. 

ამასთან, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics