|
2017-11-21 14:31:36, 1883 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი: Javelin-ის სარაკეტო კომპლექსი თავდაცვისთვისაა განკუთვნილი და ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ვერ გამოიყენება
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებისთვის მხარის დაჭერას გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის იმის აღიარება, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები სწორად მიმდინარეობს. „ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან ცალსახად ეს არის ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, ამერიკა საქართველოს სარაკეტო კომპლექს Javelin-ს გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)