|
2017-11-17 17:45:26, 1967 ნახვა
კომენტარი
მარიკა დათუკიშვილი: ადამიანი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, არ შეიძლება უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდეს
საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობის მიერ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ჭონქაძის კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, არ შეიძლება უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდეს. "ვერ მივაღწიეთ თანხმობას, რომ თბილისის მერს შევხვედროდით.კალაძეს გადაეცით, რომ ხსლხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო ვართ და პატივი უნდა სცეს საკრებულოს",-აღნიშნა მარიკა დათუკიშვილმა. მან ვიცე-მერს ნიკოლოზ ჭონქაძესთან დაკავშირებით, ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალა გადასცა. "გადაეცით კახა კალაძეს, თუ არ იცის, რაშია ჭონქაძე დამნაშავე",-განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა. საკრებულოს უმრავლესობა კი ამბობს, რომ ნიკოლოზ ჭონქაძეს ისევე, როგორც წარმოდგენილ სხვა კადრებს მხარს დაუჭერენ. მათივე თქმით, ნიკოლოზ ჭონქაძეს უსაფრთხოების სფეროში 22 წლიანი გამოცდილება აქვს. საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციას წარსულიც შეახსენა და მათი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება. ცნობისთვის, ოპოზიციის მტკიცებით, ნიკოლოზ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)