20:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 13:36:05, 2395 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის შსს კარლეს პუჩდემონს ექსტრადირების შემთხვევაში ერთკაციან საკანს ჰპირდება

​ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რა პირობებში მოუწევს პატიმრობაში ყოფნა კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს მადრიდში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, - ამის შესახებ Vanguardia იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს ბრიუსელის სასამართლო ესპანეთისთვის პუჩდემონისა და კატალონიის გენერალიტეტის სხვა ყოფილი წევრების გადაცემის საკითხზე იმსჯელებს.

მედიის ცნობით, ესპანური პენიტენციური სისტემის მოწყობის შესახებ კითხვის საპასუხოდ ესპანეთის შს უწყებამ ბელგიას 15-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა.

როგორვ უწყებაში აღნიშნავენ, ექსტრადიციის შემთხვევაში, პუჩდემონს „ესტრემერას“ ციხეში მოათავსებენ, სადაც ამჟამად კატალონიის გენერალიტეტის სხვა ყოფილი წევრები იმყოფებიან. გარდა ამისა, რეგიონის ყოფილ ხელმძღვანელს მუდმივად დააკვირდებიან, იმისათვის, რომ სხვა პატიმრების მიერ მასზე შესაძლო თავდასხმა არ მოხდეს. ამასთან, პუჩდემონს ექნება შესაძლებლო აირჩის თუ სად გაატაროს პატიმრობა, ერთკაციან საკანში თუ სხვა თანაგუნდელებთან ერთად.

15-გვერდიან დოკუმნტში ასევე აღნიშნულია, რომ ესპანეთის კანონმდებლობა პატიმრების წამებასა და მათთან ცუდ მოქცევას კრძალავს, მათ შორის ქვეყნის ომბუდსმენი პატიმრობის მდგომარეობას რეგულარულად ეცნობა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი 2 ნოემბერს გასცა. ორდერი ასევე მთავრობის 4 ყოფილ წევრზე გაიცა.პუჩდემონი ბელგიაში იმყოფება და დღეს ბრიუსელში მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics