|
2017-11-09 11:46:14, 2189 ნახვა
მსოფლიო
ნატოში კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ცენტრი შეიქმნება
ნატო ახალ სტრუქტურას ქმნის, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით იმუშავებს, - ამის შესახებ The Hill იუწყება. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ახალი სტრუქტურა ალიანსის კიბერუსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს. „დღეს მინისტრები შეთანხმდნენ ახალი ცენტრის შექმნაზე. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კიბერუსაფრთხოებას და დაგვეხმარება, რომ ყველა მიმართულებით ნატოს სხვადასხვა ოპერაციებში ჩავრთოთ კიბერკომპონენტები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, მედია საშუალების ინფორმაციით, ევროპაში ნატოს ოპერაციების დაგეგმვის და მართვის 2 ახალი ცენტრიც შეიქმნება. ერთი მათგანი ევროპის კონტინენტზე ჯარის და შეიარაღების გადანაწილებაზე იქნება პასუხისმგებელი, მეორე კი ატლანტის ოკეანეში სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციებზე. მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია სად განთავსდება ახალი ცენტრები და დამატებით რამდენიმე პერსონალი დასჭირდება ნატოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)