13:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 10:56:34, 699 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და თურქეთის გენერალურმა კონსულმა 3-წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

ვადის ამოწურვამდე იასინ თემისქანმა, მეუღლესთან ერთად, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ - ზაალ მიქელაძესთან გამართა.

იასინ თემისქანი აჭარაში კონსულად 2014 წელს დაინიშნა. ის დიპლომატიურ საქმიანობას კვიპროსის რესპუბლიკაში გააგრძელებს.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მინისტრმა და კონსულმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით, რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღიჭურვა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანმედროვე სამედიცინო/საოფისე ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის „ა“ კორპუსი.

მინისტრმა კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics