19:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:37:36, 2086 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარიზაცია წარმატებულია და ამავე დროს გრძელვადიანი პროექტია

„ლარიზაცია წარმატებული და ამავე დროს, გრძელვადიანი პროექტია", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა, რომელიც მან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას წარმოთქვა.

როგორც მან აღნიშნა, ლარიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სინდრომი. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი მაგალითი ნახოთ, როდესაც ქვეყნები ანალოგიურ სინდრომს ებრძვიან და შესაბამისად, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეროვნულ ბანკთან ერთად, იყო იმ საუკეთესო გამოცდილების ნაკრები, რომელიც შევაგროვეთ. გარდა ამისა, აღნიშნული რეფორმა სრულად იყო გავლილი საერთაშორისო ექსპერტებთან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მან მოიყვანა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სესხების ლარიზაცია 34.9%-დან 43%-მდეა გაზრდილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 70% კი დღეს ლარშია გაცემული.

„სწორედ ეს მოხსნის იმ უარყოფით გავლენებს, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics