19:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 14:05:35, 2355 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და რეგიონის გენერალიტეტის 4 ყოფილი წარმომადგენელი, სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდნენ, - ამის შესახებ El Mundo იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები ამ დრომდე ბრიუსელში იმყოფებიან.

მედიის ცნობით, ესპანეთის სასამართლოში ჩვენების მისაცემად გენერალიტეტის 9 ყოფილი წევრი მივიდა, მათ შორის პუჩდემონის ყოფილი მოადგილე ორიოლ ჟუნკერასი.

ცნობისთვის, მანამდე კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარტიმ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მადრიდში გამგზავრებას არ აპირებს და დასძინა, რომ მისი დაკითხვა ბელგიაშიც არის შესაძლებელი.

თუ პუჩდემონი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, მოსამართლეს აქვს უფლება საერთაშორისო ორდერი გასცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics