19:26 - 25 May, 2026
|
2015-01-16 10:18:29, 1267 ნახვა
საზოგადოება
9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნება
9 აპრილის ბაღში დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნება. გამოჩენილი მსახიობის ძეგლის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მსახიობის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრებიან. ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტს, კინოსა და თეატრში რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული. ოთარ მეღვინეთუხუცესს მინიჭებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი ასევე იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)