|
2017-10-30 11:37:21, 1833 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე: ვთვლი, რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადაიდგას
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას ეხმაურება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირება სამართლებრივ კონტექსტს განეკუთვნება და თვლის რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადაიდგას. „მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი არის ცალსახა. ის სამართლებრივ კონტექსტს განეკუთვნება, აქვს სამართლებრივი განზომილება და ვთვლი, რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილება და ამისათვის უწყებამ საჭირო საბუთების შეგროვება დაიწყო.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)