19:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 11:30:09, 1926 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს.

შესაბამისი განცხადება მინისტრმა, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოძიებამ კონკრეტული შედეგი დადოს.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის მაქსიმალურად ორიენტირებული, კანონის ფარგლებში ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადადგას. ქართული პოლიცია მოქმედებს ადამიანის უფლებების პრიორიტეტის დაცვით. რაც შეეხება გამოძიებას, ამ მიმართულებით ზუსტად ვიცი, რომ გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს იყოს გამოძიება, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს,  ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცავალა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics