19:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 16:18:36, 2817 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთი კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს დაპატიმრებით ემუქრება

ესპანეთი კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს დაპატიმრებით ემუქრება, - ამის შესახებ El Mundo იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონი შესაძლოა ციხეში ჩასვან, თუ მადრიდის განკარგულებას არ შეასრულებს და პოსტს არ დატოვებს.

კანონმდებლობის თანახმად, პუჩდემონმა დაკავებული თანამდებობა მას შემდეგ უნდა დატოვოს, რაც შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო მაცნეში გამოქვეყნდება.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ პუჩდემონი თანამდებობის დატოვებაზე უარს იტყვის, მას ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულებენ. ასეთ შემთხვევაში კატალონიის უკვე ყოფილ მეთაურს ერთიდან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება.

მედიის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა კატალონიის გენერალიტეტის სხვა ყოფილი წარმომადგენლების მიმართაც მიიღონ, რადგან ისინი ქვეყნის პრემიერმა გადააყენა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics