19:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 15:24:09, 2126 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან აქტიურ საქმიანობას შევუდგეთ

„გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ  აქტიურ საქმიანობას“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძემ მხარდამჭერებს მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

„მე ყოველდღიურად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, ყოველწუთიერად შემოდის მოლოცვები, ახალი იდეები, წერილები, „ფეისბუქის“, ტელეფონის თუ სხვა საკომუნიკაციო  საშუალებების მეშვეობით.

ძალიან მახარებს თბილისელების ასეთი ჩართულობა და მიორმაგებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტრანზიციის პერიოდში, ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება. გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ  აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა. შესაბამისად, ტრანზიციის პერიოდში ძალიან მაღალი აქტივობა  გვექნება  და პერიოდულად მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო  ინფორმაციებს“,-განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics