19:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 12:30:23, 2641 ნახვა

მსოფლიო
ამერიკა 6 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას განაახლებს

ჰავაის სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა, რომელიც 6 ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლის უფლებას უზღუდავდა, - ამის შესახებ Strana იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ირანის, სირიის, იემენის, ლივიის, სომალისა და ჩადას მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა აღდგება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხო ვენესუელას ზოგიერთ და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად 7 მუსლიმური  ქვეყნის მოქალაქეებს მომდევნო 90 დღის განმავლობაში ამერიკის ტერიტორიაზე მოხვედრა ეკრძალებოდათ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics