|
2017-10-17 21:45:36, 1416 ნახვა
სპეციალური ანონსი
18 ოქტომბრის ანონსი
18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზატორობით და ტექნოპარკის მხარდაჭერით იმართება.
18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზუგდიდის ოფისში „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიიდატის, ლელა ქებურიას ბრიფინგი გაიმართება. 18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თემაზე „კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო კურსი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და კონფლიქტებზე მომუშავე ექსპერტები დაესწრებიან. 18 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდება 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნების შუალედურ ანგარიშს წარუდგენს. 18 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ადვოკატი, იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატების“ მმართველი პარტნიორი დავით ასათიანი პრესკონფერენციას გამართავენ.
18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ლიტველი ფოტოგრაფის იონას დოვიდენასის გამოფენას გახსნიან საქართველოში ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე. ღონისძიებას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)