|
2017-10-17 15:16:13, 1929 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ФСБ: ზემო ლარსზე ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქმრებს სირიაში აგზავნიდა
„ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ქალი დააკავეს, რომელიც ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ Rambler.news იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებული ქალი, თაღლითია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას არალეგალურად გეგმავდა. მედიის ცნობით, დაკავებული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. "ფე-ეს-ბე"-ს ინფორმაციით, ის ახალგაზრდებს ტერორისტულ საქმიანობაში ჩასართავად იბირებდა და მათ სირიაში გამგზავრებას უწყობდა ხელს. მათივე თქმით, დაკავებული ქალის მიერ გადაბირებულ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ. „თავისი ასაკის მიუხედავად, ის სრულად დაეუფლა ინტერნეტ-მიმოწერისა და ფსიქოლოგიური მანიპულირების უნარებს. ცოლ-ქმრული ურთიერთობების დამყარების საბაბით ის ახალგაზრდა მამაკაცებს ექსტრემისტული ხასიათის რადიკალურ იდეებს აცნობდა. „თაფლობის თვის“ ნაცვლად ახლად შეუღლებულს სირიაში გამგზავრება და უკანონო შეიარაღებული ფორმირებებში გაწევრიანება ელოდა“, - აცხადებენ უწყებაში. მესაზღვრეების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებული ბოროტმოქმედის პირველი მეუღლე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში მოკლეს. „მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „პროფესიონალმა ქვრივმა“ გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია და ახალი სვერპლი ეპოვა, იმისათვის, რომ რელიგიური ფანატიკოსები აღეზარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)