|
2017-10-12 10:23:29, 1983 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე მთელი მსოფლიო დგას. როგორც კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უსაფრთხოების პრობლემებთან გამკვლავება საერთო ძალებით არის შესაძლებელი. "ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ მდგრად და სტაბილურ განვითარებას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში. მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ ,,რბილ" თუ ,,ხისტ" გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერის თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია და ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება. "ჩვენ გვჯერა, რომ მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, პირველ რიგში, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები პირველ რიგში უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებშიი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 3-წლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ 3-წლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)