|
2017-10-10 16:48:14, 2309 ნახვა
მსოფლიო
სამართალდამცველებმა კატალონიის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
კატალონიის სამართალდამცველებმა პარკ სიუტადელიას ტერიტორია, სადაც ავტონომიური რეგიონის პარლამენტი მდებარეობს, გადაკეტეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ზომები უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული. პარკის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ დეპუტატებს და მედიის წარმომადგენლებს აქვთ. ცნობისთვის, კვირას ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა პარკის ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს. მათ ადგილობრივი პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე გამნაღმველებიც არიან მობილიზებული. ისინი უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორიებსა და კანალიზაციის მილებს ამოწმებენ. ცნობისთვის, გენერალიტეტის მეთაური კარლეს პუჩდემონი დღეს საღამოს ადგილობრივ პარლამენტში სიტყვით გამოვა. ის ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. გარდა ამისა, პუჩდემონი სავარაუდოდ დამოუკიდებლობის შესახებაც გააკეთებს განცხადებას. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი დღეს ოფიციალურ დღის წესრიგში გაწერილი არ არის. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)