|
2017-10-07 11:16:17, 2411 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის ყოფილი მეთაური: რეგიონი რეალური დამოუკიდებლობისთვის მზად არაა
კატალონიის ყოფილი მეთაურის არტურ მასის შეფასებით, რეგიონი "რეალური დამოუკიდებლობისთვის" მზად არაა, - ამის შესახებ Financial Times იუწყება. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, კატალონიამ ნამდვილი დემოკრატია ჩამოაყალიბოს. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ლიდერებს შორის დისკუსია მიმდინარეობს. "მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამის აღიარებას აუცილებლად უნდა მოყვეს ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია კონკრეტული ელემენტები, რაც ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა მასმა. მანვე დასძნა, რომ კატალონიას ტერიტორიული კონტროლის სტრუქტურები, საგადასახადო მოსაკრებლები და სასამართლო სისტემა არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ორშაბათს კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)