|
2017-10-05 18:28:01, 1957 ნახვა
კომენტარი
მარიამ ჯაში მარნეულში პოლიტიკურ აგიტაციაში განათლების კომიტეტის მონაწილეობას გამორიცხავს
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მარნეულში სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტს გამოეხმაურა. ჯაშის თქმით, საკითხს უწყებათაშორისი კომისია შეისწავლის და შესაბამისი რეაგირება მოხდება. ამასთან, ჯაში არ გამორიცხავს, რომ დარღვევები პროვოკაციის მიზნით ხდებოდეს, რადგან მისივე მტკიცებით, ასეთი დეპოლიტიზირებული, პოლიტიკისგან თავისუფალი განათლების სისტემა საქართველოს არასდროს ჰქონია: "სწორედ "ქართული ოცნების", მმართველი გუნდის პერიოდში ხდება განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია. თუკი მსგავსი დარღვევები ხდება, არსებობს უწყებათაშორისი კომისია და შესაბამისი რეაგირება მოხდება",-აღნიშნა ჯაშმა. ის კატეგორიულად გამორიცხავს აგიტაციაში განათლების კომიტეტის მონაწილეობას: "იყო საუბარი განათლების კომიტეტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდება. ამ ბრალდებას არც ვუპასუხებ. თუ კი ხდება კონკრეტულ შემთხვევებში დარღვევები, არ არის გამორიცხული, ეს იყოს პროვოკაციის მიზნით, რადგან ასეთი დეპოლიტიზირებული და პოლიტიკისგან თავისუფალი განათლების სისტემა საქართველოს არასდროს ჰქონია. ჩემთვის უცნობია, ვინ მიიყვანა ეს მოსწავლეები. კომისია შეისწავლის და მოხდება შესაბამისი რეაგირება",-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)