18:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 13:42:02, 2530 ნახვა

მსოფლიო
კიევში საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს (ვიდეო)

უკრაინის დედაქალაქ კიევში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს, - ამის შესახებ 112UA იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები არიან. 

მედიის ცნობით, მოქალაქეები ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა მშენებარე ობიექტის გარშემო ღობე დაანგრიეს.

ცნობისთვის, იგივე აქცია 29 სექტემბერსაც გაიმართა და მაშინაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics