18:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 14:24:16, 2299 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ის მიერ დატყვევებული 2 პირის ვინაობა ცნობილია

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დატყვევებული 2 პირის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ Новая газета იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გრიგორი ცურკანოვი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ კი, დომოდედოვის მებრძოლთა საძმოში მსახურობდა.

მისი თანამებრძოლებისთვის უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა ცურკანოვი სირიის ტერიტორიაზე.

ამასთან, მებრძოლები აცხადებენ, რომ ცურკანოვი ადრე სირიასა და იუგოსლავიაში მსახურობდა.

რაც შეეხება მეორე ტყვეს, რომან ზაბოლოტნის, ის დონბასელი კაზაკია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილეა და კაზაკების დაჯგუფება „დონის ჯარებში“ ირიცხება. ცოტა ხნის წინ მასთან კომუნიკაცია გაქრა. არავინ იცოდა თუ სირიაში წავიდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, "მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ცნობებს ვენდოთ" და დასძინა, რომ რუსეთი შეშფოთებულია შექმნილი სიტუაციიით, "განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ ორივე პირი რუსეთის მოქალაქეა".

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯიჰადისტებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ერთ-ერთი პირი საუბრობს. მისი თქმით, ის სირიის ერთ-ერთ დასახლებაზე კონტრშეტევის დროს ტყვედ აიყვანეს. ორივე კაცს სახეზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება. ტერორისტების თქმით, ორივე მამაკაცი რუსი სამხედროა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics